მძღოლის მომსახურების ხელშეკრულება

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ სრული ხელშეკრულება რეგისტრაციამდე. პროცედურის გასაგრძელებლად აუცილებელია ყველა პირობაზე თანხმობა.

გაეცანი პირობებს ბოლომდე რომ შეძლო დადასტურება და რეგისტრაციის გაგრძელება

ხელშეკრულება ძალაში შედის განაცხადის გაგზავნის თარიღიდან.

მძღოლის მომსახურების პირობები (შეთანხმება)

მუხლი 1. ურთიერთობის ბუნება და სტატუსი

1.1. დამოუკიდებელი კონტრაქტორი: მძღოლი წარმოადგენს დამოუკიდებელ კონტრაქტორს და არ არის შპს გეთიუ.ჯი-ს (ს/კ 402370876, შემდგომში „პლატფორმა“ ან „კომპანია“) დასაქმებული.

1.2. ანაზღაურება: მძღოლი იღებს ანაზღაურებას შესრულებული მგზავრობებიდან, პლატფორმის მიერ განსაზღვრული საკომისიოს გამოკლებით.

1.3. კონკურენციის შეზღუდვა: იკრძალება პლატფორმის გვერდის ავლით მგზავრთან დაკავშირება ან მომსახურების გაწევა.

მუხლი 2. მძღოლის კვალიფიკაცია და ავტომობილი

2.1. ფლობის უფლება: მძღოლი უნდა იყოს მფლობელი ან ფლობდეს გენერალურ მინდობილობას.

2.2. გამოცდილება: სავალდებულოა მინიმუმ 2-წლიანი მართვის სტაჟი.

2.3. ნასამართლეობა: მძღოლი ადასტურებს, რომ არ აქვს ნასამართლეობა. პლატფორმა უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მას ცნობის წარდგენა.

მუხლი 3. ჯავშნის პირობები და პუნქტუალურობა

3.1. ალგორითმული შეზღუდვა: სისტემა მძღოლს არ შესთავაზებს შეკვეთას, თუ მგზავრობის დაწყებამდე დარჩენილი დრო 1 საათზე ნაკლებია. ჯავშანი იხსნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს აქვს მინიმუმ 1 საათი ლოკაციამდე მისასვლელად.

3.2. მისვლის სტანდარტი: შეკვეთის დადასტურების შემდეგ, მძღოლს აქვს მაქსიმუმ 1 საათი მგზავრთან მისასვლელად.

3.3. ადრე გამოცხადება: მძღოლი ვალდებულია მითითებულ მისამართზე იმყოფებოდეს მგზავრობის დაწყებამდე 10 წუთით ადრე.

3.4. დადასტურება და გაუქმება: მძღოლი ვალდებულია დროულად დაადასტუროს შეკვეთა. თვეში 3-ზე მეტი გაუქმება ან სისტემატური დაგვიანება გახდება ანგარიშის ბლოკირების საფუძველი.

მუხლი 4. სერვისის ხარისხი და ვალდებულებები

4.1. მგზავრის კომფორტი: მძღოლი ვალდებულია გაითვალისწინოს მგზავრის თხოვნები მართვის სტილსა და სისწრაფესთან დაკავშირებით. ვალდებულია გაუჩეროს მგზავრს გზად ან დაელოდოს (უკან დაბრუნების მოთხოვნისას).

4.2. კლიმატკონტროლი და აუდიო: მძღოლი ვალდებულია დააკმაყოფილოს მგზავრის ნებისმიერი მოთხოვნა სალონში ტემპერატურის რეგულირებაზე (კონდიციონერი/გათბობა) და მუსიკაზე (ან ხმის სრულად გათიშვაზე).

4.3. დრესკოდი: მძღოლი ვალდებულია გამოცხადდეს მოწესრიგებული სამოსით. კატეგორიულად იკრძალება მოკლე შორტებით, სპორტული შარვლით, ჩუსტებით ან მაისურის გარეშე მუშაობა.

4.4. მოწევის აკრძალვა: ავტომობილში მოწევა ან ელექტრონული სიგარეტის (ვეიპის) გამოყენება კატეგორიულად იკრძალება როგორც მძღოლის, ისე მგზავრის მიერ. მძღოლის მიერ ამ წესის დარღვევა გამოიწვევს 50 ლარიან ჯარიმას საგარანტიო დეპოზიტიდან.

4.5. აღჭურვილობა: სავალდებულოა უფასო სასმელი წყალი (დალუქული) და გამართული Wi-Fi. ავტომობილი უნდა იყოს სუფთა და ტექნიკურად გამართული.

4.6. ხელმისაწვდომობა: მძღოლი ვალდებულია იყოს ხელმისაწვდომი თვის განმავლობაში მინიმუმ 25 დღე, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიში დაიბლოკება.

4.7. კომუნიკაცია: მძღოლს ეკრძალება მგზავრთან პოლემიკაში შესვლა. ნებისმიერი პრობლემისას მძღოლი ვალდებულია მუდმივ კომუნიკაციაში იყოს პლატფორმის ოპერატორთან.

მუხლი 5. ფინანსური პირობები და დეპოზიტი

5.1. საგარანტიო დეპოზიტი (Guarantee Deposit): მუშაობის დაწყებამდე მძღოლი ვალდებულია შეიტანოს 100 ლარი საგარანტიო ანგარიშზე, რომელიც დაბლოკილია და გამოიყენება მხოლოდ წესების დარღვევისას სანქციების დასაფარად.

5.2. ოპერაციული ბალანსი (Operating Balance): მძღოლის მიმდინარე ანგარიში, საიდანაც ირიცხება პლატფორმის საკომისიოები. ბალანსის უარყოფითი ყოფნისას (< 0 GEL), მძღოლს ეზღუდება ნაღდი ანგარიშსწორებით (CASH / CASH 100%) ახალი შეკვეთების მიღება.

5.3. ფოტოების ხარისხი: თუ ატვირთული ფოტოები არ შეესაბამება ინსტრუქციას, გადაღება-დამუშავების საფასური (50 ლარი) ჩამოიჭრება ოპერაციული ბალანსიდან.

5.4. საწყისი ტარიფი: ახალი მძღოლებისთვის, კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, პლატფორმაზე დადგენილია სავალდებულო ფიქსირებული საწყისი ტარიფი პირველ 10 შეკვეთაზე. ტარიფის დამოუკიდებლად შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ 10 შეკვეთის წარმატებით დასრულების შემდეგ.

5.5. დაბრუნება: თანამშრომლობის შეწყვეტისას, წესების სრული დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო დეპოზიტი (100₾) სრულად ბრუნდება.

მუხლი 6. სანქციები

6.1. ნულოვანი ტოლერანტობა (გვერდის ავლა და შეურაცხყოფა): მგზავრთან პირდაპირი გარიგება (პლატფორმის გვერდის ავლა), ან მგზავრის/წარმომადგენლის მიმართ სიტყვიერი/ფიზიკური შეურაცხყოფა ითვალისწინებს მყისიერ სამუდამო ბლოკირებას პლატფორმიდან და 100 ლარიანი საგარანტიო დეპოზიტის სრულად ჩამორთმევას (ფორსმაჟორული გაუქმება).

6.2. გამოუცხადებლობა: ჯავშნის 20% ჯარიმა + ჩანაცვლების ხარჯების ანაზღაურება.

6.3. ხარისხის დარღვევა: მგზავრისთვის გაწეული კომპენსაცია/ფასდაკლება ანაზღაურდება მძღოლის მიერ.

დათანხმებით მძღოლი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო პირობებს და იღებს პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე.

"ვეთანხმები და ვაგრძელებ"-ზე დაჭერით, თქვენ დებთ იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებას შპს გეთიუ.ჯი-სთან (ს/კ: 402370876) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.